ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალ საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. როგორც საქართველოს ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი ქართული ცეკვის არსებობა თარიღდება (ძვ.წ. II ათასწლეულით) რომელსაც ადასტურებს თრიალეთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება, სადაც მონადირეთა ფერხული არის ასახული. მასობრივი (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა „სახიობა“ რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. საქართველოს სამეფო ნაციონალური წარმოდგენა კი საქართველოს სამეფოს შექმნისთანავე (ახ.წ. III საუკუნეში) შეიქმნა. როდესაც საქართველოს რელიგიური მიმდევრობა ჯერ კიდევ კერპ-თაყვანისცემაში იყო ასახული. სანამ საქართველოს პირველმა მეფემ მირიანმა და დედოფალმა ნანამ, როგორც ძველი ლეგენდა გვამცნობს საბოლოოდ არ მიიღეს ქრისტიანობა. (ახ.წ 337 წ.) ამ დროიდანვე იღებს სათავეს საქართველოს სამეფო ნაციონალური თეატრალური დასი, რომელიც სამეფო კარზე სინთეზურ თეატრალურ სანახაობებს მართავდა. მასში გაერთიანებული იყო მუსიკა, ქორეოგრაფია, თეატრი, მღერა და საცირკო სანახაობა. ის დაყრდნობილი იყო ქართულ ფოლკლორზე, სუფთა ქართული წარმოდგენის ფორმით. შემდგომ საუკუნეებში კი ეს სინთეზი დაიყო, განიცადა ფორმაცია და ცალკეულ სანახაობად გარდაიქმნა. იდგმებოდა როგორც ცალკეული ქორეოგრაფიული დადგმები ასევე, ქართული მუსიკალური და თეატრალური სანახაობები.

დღეს კი მრავალ საუკუნოვანი შესვენების შემდეგ საქართველოს და მთელს მსოფლიოს აქვს საშუალება, რომ იხილოს უძველესი ისტორიის მქონე საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტი“ თავისი ნოვატორული მიდგომით ქორეოგრაფიაში, ძველის და ახლის სინთეზით, დაკომპლექტებული პროფესიონალი მსახიობ-მოცეკვავეების მონაწილეობით. „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ახალი კონცეფციის თანახმად, სადადგმო მიმართულება არის დაყოფილი ქართული - კლასიკური, თანამედროვე და მსოფლიო ხალხთა ცეკვების გაერთიანებული სინთეზური წარმოდგენის სახით. „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ არის ახალი ქორეოგრაფიული სინთეზის ძიებაში და ასევე ინარჩუნებს ტრადიციულ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს. 

ცეკვის მოკლე მიმოხილვა

ისტორია

„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ჩამოყალიბების იდეა, ეკუთვნის საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე - ქორეოგრაფს, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოს „საქართველოს ცეკვის აკადემიის“ დამფუძნებელს გელა ფოცხიშვილს და სქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოს, მოცეკვავე ქორეოგრაფს მაია კიკნაძეს. ისინი სათავეში ჩაუდგნენ ამ გრანდიოზულ პროექტს და ცდილობენ ბოლომდე მიიყვანონ ეს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო იდეა. შეასხან ხორცი და გააფრთიანონ, როგორც მათი ერის ისტორიის უმთავრესი რეიტინგული ნაწილი.

21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოს აქვს საშუალება დაიბრუნოს მისი ძველი სტატუსი მსოფლიოში. ასევე ასაღნიშნია ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე რამოდენიმე ათეული წელია არის როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოს დიდი რუქაზე. რაც იმას განაპირობებს, რომ არ შეიძლება, ამხელა ისტორიის მქონე ქვეყანას არ ჰყავდეს სამეფო ნაციონალური ბალეტი.

დამფუძნებლები

„სამეფო ნაციონალური ბალეტი“ როგორც ადამიანთა კოლექტიურ, ესთეტიურ-ყოფითი ფენომენი, დაკავშირებულია პოლიტიკურ-ეკონომიურად ძლიერ ელიტარულ ქვეყნებთან და ქალაქებთან, წარმოადგენს საზოგადოების განვითარბის დემოკრატიული სისტემის სრულიად ახლებურ აღქმას. მისი ჩამოყალიბება ასეთი ფორმით როგორც პროფესიონალური საცეკვავო კომპანია არის მნიშვნელოვანი მოვლენა. რომელიც, ცდილობს მიუახლოვოს ერთმანეთს ელიტარული და მასის კულტურა, ფანტაზია და რაციონალიზმი, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა და კლასიკური ქორეოგრაფია. ის გამოირჩევა თავისი ნოვატორული მიდგომით, მასშტაბით და პროფესიონალური დონით. სპეციფიკის მიხედვით, „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“ წარმოადგენს იმ მასშტაბურ საცეკვავო კომპანიას, რმელშიც გაერთიანებულია ასობით ადამიანი, საქართველოს ყველა კუთხიდან. ის ახდენს გარკვეულ გავლენას თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სპეციფიკის მიხედვით

მოკლე მიმოხილვა

როგორც მოგეხსენებათ ფოცხიშვილების გვარი უკვე რამოდენიმე ათეული წელია ემსახურება საქართველოს კულტურის განვითარებას, კერძო კი ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში აქვს უდიდესი წვლი შეტანილი.

მათი ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის დასაწყისი თარიღდება 1964 წლიდან რომელიც უკავშირდება ცეკვის თეატრ „ მეტეხის“ დამფუძნებელს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოს, საქართველოს ხელოვნების ამაგდარს, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერს, მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატს, ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს ბატონი გელოდი ფოცხიშვილის სახელს.

 

რომლის დინასტიის წარმომადგენელები და მისი საქმიანობის გამგრძელებლები არიან მისი ვაჟი გელა ფოცხიშვილი და მისი მეუღლე მაია კიკნაძე. ამ ადმანიანების სახელს უკავშირდება პირველად საქართველოში, „ცეკვის აკადემიის“ ჩამოყალიბება როგორც პროფესიონალური საცეკვავო სასწავლებელი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიპოვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მათი ნოვატორული იდეები, ახლებური მიმართულება, ტრადიციული ქორეოგრაფიული აღზრდა, მომავალი თაობის ჩამოყალიბება. ამ მცირე ხანში „ცეკვის აკადემიაში ქართულ ხელოვნებას ეუფლება 500-ს ზე მეტი მოზარდი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეზიარება ჭეშმარიტ ქორეოგრაფიას.  


ოჯახის საცეკვაო ისტორია

გელა ფოცხიშვილი ჩვენი დროის როგორც ერთერთი საუკეთესო მოცეკვავე. დაიბადა 1978 წლის 18 ნოემბერს.
1984 წელს დაიწყო ცეკვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის სტუდია „მერანში“ რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი, რომელიც დაამთავრა 1989 წელს.

1989 -1995 წლამდე კი სწავლობდა ქართული ნაციონალური ბალეტის თეატრ „მეტეხი“ -ს ქორეოგრაფიულ სტუდიაში. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქორეოგრაფიის ამაგდარი, ცეკვის თეატრ მეტეხის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი. რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1995 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ამჟამად წოდებული (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის შემოქმედებითი კავშირი) „საქართველოს ფილარმონიის“ ცეკვის თეატრ „მეტეხში“ მსახიობ მოცეკვავედ.

1996 წლიდან დღემდე არის ამავე თეატრის წამყვანი სოლისტი და აგრეთვე დამდგმელი ქორეოგრაფი. 1999 წელს ის წარმატებით ამთავრებს ქართული ნაციონალური ბალეტის თეატრის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ქორეოგრაფიის ფაკულტეტს, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. სადაც იგი დაეუფლა ქართული ფოლკლორის, მსოფლიო ხალხთა, კლასიკური და თანამედროვე ცეკვების სადადგმო ხელოვნებას.

გელა ფოცხიშვილი არაერთხელ გამოსულა და ეხლაც აქტიურად გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში. როგორც მოცეკვავე-მსახიობი და ამავდროულად როგორც ქორეოგრაფი. მას აქვს მიღებული არაერთი პრესტიჟული საცეკვვო ჯილდო.

გელა ფოცხიშვილი არის მოცეკვავე და ამავდროულად ქორეოგრაფი, მას აქვს 18 წლიანი საცეკვაო სტაჟი პროფესიონალურ სცენაზე. მისი საცეკვავო წარმატება არის აღიარებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არაერთხელ არის აღიარებული წლის საუკეთესო მოცეკვავედ მსოფლიოს მრავალი თეატრების და პროდუსერების მიერ. 2000 წელს გელა ფოცხიშვილი საქართველოს ქორეოგრაფიის სამხატვრო საბჭომ აღიარა, საქართველოს წლის საუკეთესო მოცეკვავედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 აპრილის განკარგულებით გელა ფოცხიშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული აკადემიის გადაწყვეტილებით გელა ფოცხიშვილს მიენიჭა საპატიო აკადემიკოსის წოდება.

2006 წელს გელა ფოცხიშვილმა ჩამოაყალიბა „ცეკვის აკადემია“ როგორც პროფესიონალური საცეკვავო სასწავლებელი, სადაც ის გახლავთ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 2008 წელს გელა ფოცხიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტი" სადაც ის გახლავთ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი. ის 1984 წლიდან დღემდე პატრიოტულად ემსახურება ქართულ კულტურას, კერძოთ კი ქართულ ქორეოგრაფიას. 

გელა ფოცხიშვილი

დირექტორი & სამხატვრო ხელმძღვანელი

მაია კიკნაძე

მაია კიკნაძე დაიბადა 1979 წლის 12 დეკემბერს. 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი, სპეციალობით ბალეტის მსახიობი. 1997 წელს ჩაირიცხა ზაქარია ფალიაშვილის საქართველოს სახელმწიფო აკდემიურ ოპერისა და ბალეტის თეატრში როგორც ბალეტის მსახიობი. ქორეოგრაფ გოგი ალექსიძის ხელმძღვანელობით.

1998 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ამჟამად წოდებული (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის შემოქმედებითი კავშირი) „საქართველოს ფილარმონიის“ ცეკვის თეატრ „მეტეხში“ მსახიობ მოცეკვავედ. 2000 წლიდან დღემდე ის არის ცეკვის თეატრ მეტეხის წამყვანი სოლისტი და აგრეთვე ქორეოგრაფ რეპეტიტორი. მას გააჩნია 17 წლის პროფესიონალურ სცენაზე მუშაობის სტაჟი. ამ ხნის მანძილზე მან იცეკვა ყველა წამყვანი პარტია, ცეკვის თეატრ მეტეხში დადგმულ ყველა საცეკვავო ნომერში, მინი სპექტაკლებში და ქორეოგრაფიულ მინიატურებში.

2001 წელს დაამთავრა ქ, თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივრსიტეტი ამჟამად წოდებული (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) სპეციალობით კლასიკური, მსოფლიო ხალხთა, ქართული ცეკვის პედაგოგ - ქორეოგრაფი.

მაია კიკნაძემ ცეკვის თეატრ „მეტეხი“-ს დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყველა მათ მიერ ჩატარებულ წარმოდგენაში როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოს მრავალ თეატრში. ცეკვის თეატრთან ერთად იმოგზაურა მეტად მნიშვნელოვან გასტროლებზე მთელი მსოფლიოს გარშემო და ყველა წარმოდგენაში დაამტკიცა მისი დიდი პროფესიონალიზმი. აგრეთვე მრავალჯერ წარმოადგინა საქართველოს სახე ისე როგორც ქართველ პროფესიონალ მსახიობს შეეფერება. ამჟამად იგი აგრძელებს აქტიურ შემოქმედბით მოღვაწეობას სცენაზე და ამავდროულად ის ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას „ცეკვის აკადემიაში“ როგორც ქართული ცეკვის პედაგოგ ქორეოგრაფი. აგრეთვე როგორც კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფი. 

მაია კიკნაძე არის „ცეკვის აკადემიის“ დამფუძნებელი, აგრეთვე კლასიკური და სახასიათო ცეკვების განყოფილების სამხატვრო ხელმძღვანელი. მაია კიკნაძე 2008 წლიდან გახლავთ საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტის" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული აკადემიის გადაწყვეტილებით მაია კიკნაძეს მიენიჭა საპატიო აკადემიკოსის წოდება.

სამხატვრო ხელმძღვანელი

კონტაქტი

მხატვრული ხედვა და მისია

ჩვენი მისიაა, გავუზიაროთ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო აუდიტორიას, წარმოვაჩინოთ ქართული ცეკვის სილამაზე და მხატვრობა საერთაშორისო სცენაზე

რეპერტუარი

დირექტორი

სამხატვრო ხელმძ.

ისტორია

ოჯახი & დანფუძნებლები

აკადემია

რეპერტუარი

აპლიკაცია

აკადემიის შესახებ

გალერია

ტურები

599 96 77 93

593 32 79 75 

контакт

599 96 77 93

593 32 79 75 

CONTACT

599 96 77 93

593 32 79 75 

კონტაქტი